
ამ წუთებში, თბილისის დროით 21:50 საათზე "ბერკუტმა" მასირებული შეტევა დაიწყო "ევრომაიდანზე" აღმართული ბარიკადების წინააღმდეგ, რომლებსაც აქტივისტები იცავენ.
შტურმის პარალელურად, ევრომაიდნის ტრიბუნიდან გამომსვლელები დემონსტრანტებს მოუწოდებენ, უკან არ დაიხიონ. სპეცრაზმელები სპეცსაშუალებებს, ხოლო მომიტინგეები "მოლოტოვის კოქტეილებს" იყენებენ.