
უკრაინის პარტია „უდარის“ პრესცენტრის ცნობით, პრესცენტრის თანამშრომელმა შეამოწმა ინსტიტუტსკაიას ქუჩაზე გარდაცვილი ქალისა და მამაკაცის პირადი დოკუმენტები და ორივე საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა.
«На вулиці лежать два трупи немолодих жінки і чоловіка. Як з'ясувалося за їх документами, громадяни Грузії», - йдеться у повідомленні. – „ქუჩაში საშუალო ასაკის ქალისა და მამაკაცის ცხედრებია. როგორც მათი დოკუმენტების მიხედვით ჩანს, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან“, - წერს „უდარის“ პრესცენტრზე დაყრდნობით „ესპრესო ტვ“.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, უკრაინაში საქართველოს საელჩოს საქართველოს ერთი მოქალაქის - 1960 წელს დაბადებული, სენაკის რაიონის მკვიდრის ზურაბ ხურციას გარდაცვალების შესახებ აქვს ინფორმაცია.
წყარო: http://espreso.tv/new/2014/02/18/na_instytutskiy_vbyly_dvokh_hromadyan_hruziyi
შენიშვნა: ფოტო გადაღებულია ინსტიტუტკაიას ქუჩაზე და მასზე გარდაცვლილი ქალი და მამაკაცი, სავარაუდოდ, ზურაბ ხურციაა აღბეჭდილი.