
კიევში დაღუპული ზურაბ ხურციას ოჯახი სენაკის რაიონში ცხოვრობს. უკრაინაში საქართველოს საელჩომ ოჯახის წევრებს უკვე შეატყობინა კიევში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ.
1960 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ზურაბ ხურცია, რომელსაც უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიერ გაცემული დოკუმენტაცია აღმოუჩინეს, ინსიტუტსკაიას ქუჩაზე, დემონსტრანტებს შორის იმყოფებოდა და სავარაუდოდ, „ბერკუტის“ შეტევის დროს დაიღუპა.
ჯერჯერობით არ გავრცელებულა ფოტო ან ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რა სახის დაზიანება მიიღო ხურციამ ან რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დაახლოებით ერთი საათის წინ უკრაინაში საქართველოს საელჩომ დაადასტურა.