-
2016-04-04 19:34
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯიბ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დაწყებიდანვე უჭერდა მხარს აზერბაიჯანს და ახლაც ამ პოზიციაზეა.
"ერთხელაც, ყარაბაღი აუცილებლად დაუბრუნდება თავის ნამდვილ პატრონს, ის ისევ აზერბაიჯანი გახდება", - განაცხადა რეჯიბ ტაიპ ერდოღანმა ანკარაში, წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ყრილობაზე.
მანამდე აზერბაიჯანის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და მთავრობის მეთაურმა, რამაც მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვოა სომხეთში.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-02-04 00:50
-
2017-01-09 19:58
-
2016-12-07 16:11
-
2016-11-29 11:32