
საერთო ჯამში, კიევში დღეს დაწყებული შეტაკებების დროს 9 ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი მილიციელია, შვიდი კი დემონსტრანტი.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. 7 დაღუპული დემონსტრანტიდან ერთი ქალია.
დაღუპულ დემონსტრანტებს შორისაა საქართველოს მოქალაქე, 1960 წელს დაბადებული ზურაბ ხურცია.
დემონსტრანტების უმრავლესობამ სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიებით მიიღო.