
კიევში, კიკვიძის ქუჩაზე მოქალაქეებმა ალყაში მოაქციეს ჯავშანტრანსპორტიორი, რომელიც კიევის ცენტრისკენ მიემართებოდა.
ნიღბიან ეკიპაჟის წევრებთან ხანმოკლე საუბრის დროს მოქალაქეებმა მათ განუცხადეს, რომ ევრომაიდნის მიმართულებით არ გაატარებდნენ, რის შემდეგაც ჯავშანტრანსპორტიორის მძღოლი იძულებული გახდა, მანქანა უკან მიებრუნებინა.