
1960 წელს დაბადებულ საქართველოს მოქალაქის ზურაბ ხურციას ცხედარი, რომელიც კიევში, ინსტიტუტსკაიას ქუჩაზე იპოვეს, პროზექტურაშია გადატანილი.
ხურციას გარდაცვალების შესახებ მისი ოჯახის წევრებს უკვე შეატყობინა უკრაინაში საქართველოს საელჩომ. ელჩის, მიხეილ უკლებას განცხადებით, მათ პოლიციის განყოფილებიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება:
„თუმცა, რასაკვირველია, ეს ინფორმაცია გადამოწმებას საჭიროებს და ამაში ჩართული არიან საელჩოს წარმომადგენლები“, - აცხადებს მიხეილ უკლება „მოამბესთან“ საუბარში.