-
2014-02-18 20:27
საბერძნეთში სასულიერო პირის მკვლელობის ბრალდებით 24 წლის ქართველი დააკავეს. ამის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საბერძნეთში საქართველოს კონსული გიორგი არჩემაშვილი ადასტურებს.
საბარძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასულიერო პირის მკვლელობის ბრალდებით, ქართველ მამაკაცთან ერთად, საბერძნეთის მოქალაქეც დააკავეს. როგორც ცნობილია დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სასულიერო პირს საკუთარ სახლში ჭრილობა თავის არეში მიაყენეს, შემდეგ კი გაგუდეს. ეჭვმიტანილები მასთან სავარაუდოდ ყაჩაღობის მიზნით იყვნენ მისული.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29