კიევის ევრომაიდანი - (ზედხედი, ფართო პლანი) განახლებადი ინფორმაცია

Image

კიევის ევრომაიდანი და მიმდებარე ტერიტორია ზედხედით, ფართო პლანით. განახლებადი ინფორმაცია კიევიდან. ინფორმაციის გამოქვეყნებისას მითითებულია თბილისის დრო. დააკლიკეთ: ონლაინტრანსლაცია

კიდევ ერთი ზედხედი მოძრავი კამერით: ონლაინტრანსლაცია 2

ინფორმაცია აბზაცში:

 

20:15

საგარეო საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი უკრაინას მოუწოდებს, რადაში დაუბრუნდეს პოლიტიკური საკითხების განხილვას. ეშტონი გმობს ძალადობის გამოვლენას ნებისმიერი მხარის მიერ და აცხადებს, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებაში უნდა ჩაირთოს ისეთი საკითხები, როგორიცაა კოალიციური მთავრობის შექმნა, კონსტიტუციური რეფორმისთვის მომზადება და გამჭვირვალე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება.

 

20:10

ევრომაიდნის აქტივისტები აქვეყნებენ ფოტოს, სადაც ჩანს, რომ შინაგანი ჯარის წარმომადგენლები, რომლებსაც ინსტიტუტის ქუჩასთან მობილიზება დაევალათ, კალაშნიკოვის სიტემის ავტომატებით არიან შეიარაღებული.

kiev-avtomat.jpg

 

 

19:58

კიევში ავტომანქანების შესვლაზე შეზღუდვები დაწესდა. შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კიევის დროით 18:00 (თბილისის დროით 21:00) საათზე ნებისმიერი უწესრიგობა უკრაინის დედაქალაქში მკაცრად იქნება აღკვეთილი. ამავე დროს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის სხვადასხვა ქალაქებიდან კიევის მიმართულებით უამრავი მოქალაქე მიემგზავრება. ბოლო ინფორმაციით, რადა რამდენიმე დეპუტატმა დატოვა და ევრომაიდანზე გავიდა, სადაც ამ დროისთვის ხალხს უკვე მიმართეს ვიტალი კლიჩკომ, ოლეგ ტიაგნიბოკმა და არსენ იაცენუკმა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ "ბერკუტი" კალაშნიკოვის ავტომატებით იყო შეიარაღებული.

19:50

ამ წუთებში ევრომაიდანზე შეკრებილებს ოპოზიციის ლიდერები მიმართავენ. უკვე გამოვიდა ვიტალი კლიჩკო. ისინი აცხადებენ, რომ იანუკოვიჩთან მოლაპარაკება ვერ შედგა, თუმცა, რადის სპიკერის რიბაკის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი მზადაა, ოპოზიციის ლიდერებს 19 თებერვალს შეხვდეს.

 

 

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !