
კიევში, „რეგიონების“ პარტიის ოფისში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გააკეთა, რომ ოფიცერთა სახლში შეჭრას უწყების რეაგირება მოჰყვება. კიევის ქუჩებში სისხლიანი დაპირიპსირება გრძელდება.
ევრომაიდნის მიმართულებით სპეციალური წყლის ჭავლის მანქანები დაიძრა, მარიინის პარკის ახლომდებარე ბინებში უცნობი პირები შეიჭრნენ, ათეულობით აქტივისტი დაჭრილია, ევრომაიდნის მედპუნქტი მათთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ვერ აუდის.
კიევში დაღუპულთა რიცხვი რამდენიმე წუთის წინ ოთხამდე გაიზარდა - პარტია „რეგიონების“ ოფისში გაჩენილ ხანძარს ერთი მამაკაცი ემსხვერპლა, ხოლო კიევის მერიის კარებთან ცეცხლი მოედო აქტივისტს, რომელიც ალმოდებულ კარებში შეჭრას ლამობდა.
ინსტიტუტსკის ქუჩაზე სპეცმანქანები გამოჩნდა, ირგვლივ კვამლია, კიევის ცენტრი ცეცხლშია გახვეული. სამართალდამცველებმა სასტიკად სცემეს „მეხუთე არხის“ გადამღები ჯგუფის წევრები. დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება.
კიევიდან ონლაინრეპორტაჟის სანახავად დააკლიკეთ ფანჯარას წარწერით "ვიდეო"