
კიევის ქუჩებში სრული ქაოსია. თბილისის დროით 17:30 საათზე სამართალდამცველებთან შეტაკებას უკვე ემსხვერპლა სამი აქტივისტი, სიკვდილის მიზეზად ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები სახელდება. 7 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. არიან დაჭრილები.
ოპოზიციის ლიდერებმა მოუწოდეს ყველა მამაკაცს, დაუყოვნებლივ გამოვიდნენ ქუჩაში და მათ, ვისაც აქვს ცეცხლსასროლი იარაღი, თან წამოიღონ. დემონსტრანტთა რიგები თანდათან ივსება ახალი აქტივისტებით, ემატება "ბერკუტის" რიგებსაც. კიევის სამთავრობო კვარტალში, შენობათა სახურავებზე განთავსდნენ სნაიპერები.
კიევიდან ონლაინრეპორტაჟის სანახავად დააკლიკეთ ფანჯარას წარწერით "ვიდეო"