
კიევში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის მიმდინარე შეტაკებების დროს უკვე სამი ადამიანია დაღუპული.
„უკრაინსკაია პრავდას“ ეს ინფორმაცია ევრომაიდნის მედპუნქტში დაუდასტურეს. ამავე დროს, მედპუნქტის ექიმმა ოლგა ბოგომოლეცმა აღნიშნა, რომ დაღუპულებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. მისივე თქმით, რამდენიმე ათეული ადამიანი დაჭრილია, მათგან მძიმედ - ათზე მეტი.