
ტვინის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული მომღერალი ჟანა ფრისკე, რომელმაც მკურნალობის სრული კურსი გაიარა ნიუ-იორკში და ამჟამად ლოს-ანჯელესშია, ქუჩაში სეირნობის დროს პაპარაცებმა გადაიღეს.
მომღერალს თან ორი თანაშემწე ახლდა, რომლებიც მას შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლით ასეირნებდნენ. ბოლო დრომდე ჟანა ფრისკეს გვერდით იყო მისი ქმარი დიმიტრი შეპელიევი, რომელიც იძულებული გახდა, მოსკოვში დაბრუნებულიყო, რათა წინასწარ დადებული კონტრაქტებით დაგეგმილ გადაღებებში მიიღოს მონაწილეობა.
აეროპორტიდანვე შეპელიევი მოსკოვის გარეუბანში, ჟანა ფრისკეს მშობლების სახლში მივიდა, სადაც დროებით იცხოვრებს. სწორედ ჟანა ფრისკეს მშობლებთანაა დიმიტრისა და ჟანას საერთო შვილი - პლატონი, რომელიც წლინახევრისაა და რომლის გაჩენამდეც ჟანა ფრისკემ (მისი დაავადება სწორედ მაშინ აღმოაჩინეს, როცა ის ორსულად იყო) ყოველგვარ მკურნალობაზე უარი თქვა.