
კიევის სამთავრობო კვარტალში დაპირისპირება მომიტინგეებსა და ძალოვნებს შორის დრამატულ ფაზაში შედის: დაჭრილია 10 მომიტინგე, მათ შორის, „როიტერის“ ფოტოკორესპონდენტი.
დაჭრილებს შორის არიან ქალები, რომლებმაც დაზიანება რეზინის ტყვიებისგან მიიღეს. უკრაინული მედიის ცნობით, ხმოვან-მსხვრევადმა ყუმბარამ ერთერთ მომიტინგეს ხელის მტევანი მოაგლიჯა. დაზიანებულთა უმრავლესობა თავშია დაჭრილი.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კიევის სამთავრობო კვარტალს დემონსტრანტები მიადგნენ, რომლებიც 2004 წელს მიღებული კონსტიტუციის ამოქმედებას ითხოვდნენ.