კიევში მომიტინგეებმა, რომლებიც უმაღლესი რადის შენობისკენ გაჭრას ცდილობენ, აიღეს ჯანდაცვის სამინისტროს შენობა, ხოლო „რეგიონების“ პარტიის ოფისის რამდენიმე ფანჯარა ჩაამსხვრიეს და შიგ „მოლოტოვის კოქტეილები“ შეაგდეს.
„რეგიონების“ შტაბში ადამიანთა დაზიანების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება, სამართალდამცველები ხალხს რადისკენ გაჭრის საშუალებას არ აძლევენ და მათ წინააღმდეგ სპეცსაშუალებებს იყენებენ.