
კიევში ხელახლა დაწყებული დაპირისპირების შედეგად დაზიანებულთა რაოდენობა იზრდება. რადას მიმდებარე ტერიტორიაზე მილიციელების მიერ ნასროლი რეზინის ტყვიებით ორი ქალი დაზიანდა.
ერთს ტყვია მკერდში, მეორეს კი - სახეში მოხვდა. სამართალდამცველები მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიებთან ერთად ხმოვან-მსხვრევად პლასტიკატის ყუმბარებსაც იყენებენ.