სახელმწიფო კანცელარიის მე-12 სართულზე, სადაც მთავრობის სხდომები ტარდება, ახალი რეგულაციის მიხედვით, ჟურნალისტები სხდომის დღეებში ვერ ავლენ - მათ მინისტრების დალოდება მესამე სართულზე, მედიაცენტრში მოუწევთ.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრები კომენტარების გასაკეთებლად მე-3 სართულზევე მოწყობილ პრესკონფერენციის ოთახში თავად ჩავლენ.
ჟურნალისტებისთვის მთავრობის ადმინისტრაციაში მედიაცენტრი და პრესკონფერენციის ოთახი რამდენიმე თვის წინ მოეწყო.