
ინციდენტი მოხდა დღეს აღმაშენებლის გამზირზე. მოტოციკლი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, დაზარალებულმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
ადგილზე მობილიზებული იყო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, ამ დროისათვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.