
დაახლოებით ერთი წლის წინ ინტერნეტში გამოჩენილმა ვიდეომ, სადაც აღწერილია, როგორ იტაცებს მონრეალის პარკში არწივი დაახლოებით ერთი წლის ბავშვს, მერე კი კლანჭებს უშვებს და აგდებს, ბევრი ააღელვა.
ეს ბუნებრივიც იყო, რადგან ანალოგიურ სიტაუაციაში, როცა მშვიდ გარემოში, მდელოზე დამჯდარ პატარას წამით უმეთვალყურეოდ ტოვებ და ჩანთიდან რაღაცას იღებ, ალბათ, ყველა მშობელი აღმოჩენილა
– სწორედ ასე იქცევა ვიდეოში ბავშვის დედა, რომელიც წამების შემდეგ იმის თვითმხილველი ხდება, როგორ იტაცებს ფრინველთა მეფე მის შვილს. კლიპის მიხედვით, დედა არწივს მისდევს და დამფრთხალი მტაცებელს კლანჭებიდან ბავშვი უსხლტება.
მოგვიანებით თავად მონრეალის პარკის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კლიპი სტუდენტებმა დაამზადეს, რომლებიც კომპიუტერული ვიდეოეფექტების პროგრამებით იყვნენ დაინტერესებულნი. მათ უნდოდათ შეექმნათ რაღაც ისეთი, რაც გამოწვევა იქნებოდა და ეს, მართლაც, შესძლეს.
კლიპში ნამდვილი მხოლოდ პარკი, ბავშვი და მამამისის იყო, რომელიც თითქოსდა ჩამოვარდნილ ბავშვს აწყნარებდა.