-
2015-12-24 13:29
ცნობილი ჯგუფი "მგზავრები" მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში წინასაახალწლო კონცერტების ჩასატარებლად მიემგზავრება. კონცერტები 27 დეკემბერს პეტერბურგში, 30 დეკემბერს კი მოსკოვში გაიმართება.
როგორც რამდენიმე რუსული მედისაშუალება იუწყება, კონცერტების მასპინძელი თეატრები იქნებიან. მაგალითად, პეტრებურგში "მგზავრები" "ერარტა სცენზე" გამოვლენ, ხოლო მოსკოვში "გოგოლ-ცენტრში".
ჯგუფის სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი ამბობს, რომ ის პროფესიით მსახიობია და მისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა მაყურებელთან ინტიმური დამოკიდებულება მყარდება. მისი თქმით, რუსეთში დაგეგმილი კონცერტები ჯგუფისთვის იმ წარსულში დაბრუნება იქნება, როცა ისინი მაყურებელთან კონტაქტში შედიოდნენ, სცენაზე დგამდნენ დეკორაციებს, საუბრობდნენ, მღეროდნენ:
"გვინდა ყველანაირი ზღვარი წაიშალოს ჩვენსა და მაყურებელს შორის, გვინდა, რომ ვიგრძნოთ სულით ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა", - ამბობს დედალამაზიშვილი. მისი თქმით, ამ კონცერტებზე, ჯგუფის პოპულარულ მელოდიებთან ერთად, მაყურებელი ახალ სიმღერებსაც მოისმენს.