
ბერა, ახალი სიმღერის ტექსტში, ისევ ხილულ თუ უხილავ მტრებს ეკამათება და ემუქრება, რომ გაიტანს თავით, როგორც ზიდანი. აქვე ბერა ამბობს, რომ ის არის ნამდვილი ნამდვილებს შორის, რომ ყველა ხელებს სწევს, როცა ბერა მოდის და რომ მისი მშობლების შვილს, როგორ უნდა აჯობოს სხვის შვილმა, ხოლო შემდეგ პირობით მოწინააღმდეგეებს მეორე ადგილისთვის ბრძოლას ურჩევს.