
საპატრიარქო და საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებები 17 აპრილის აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აფხაზეთის ხმა" უცვლელად გთავაზობთ:
"გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება 17 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრესი დასაყრდენია, ხოლო მისი უზრუნველყოფა – საზოგადოებრივი დემოკრატიული პროცესების წარმატებით წარმართვის აუცილებელ პირობას.
ეს თავისუფლება ერთის მხრივ ინდივიდის თვითრეალიზაციის საშუალება, ხოლო მეორეს მხრივ საზოგადოებისათვის საჭირბოროტო თემებზე აზრის გამოთქმის, დისკუსიების, დებატების გზით შეთანხმების მიღწევისა და საზოგადოების განვითარების წინაპირობაა.
დემოკრატიული საზოგადოებისათვის ასევე ფასეულია შეკრებების თავისუფლების უზრუნველყობა, რომელიც გამოხატვის რეალიზების ერთ-ერთი საშუალებაა"- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.