
უკრაინელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ოლიგარქებთან გადამწყვეტი ომის ფაზაზე გადასვლის პარალელურად, პოროშენკომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინის გენპროკურორი შოკინი დაითხოვოს.
ამ ფონზე ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ქვეყნის გენერალური პროკურორი ან დავით საყვარელიძე, ან მიხეილ სააკაშვილი გახდნენ.
ამასთან, ოლიგარქ კორბინის დაკავების შემდე, ექსპერტები უკვე თამამად პროგნოზირებენ, რომ პოროშენკო სააკაშვილს ოდესიდან კიევში გადაიყვანს, თუმცა, ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ სააკაშვილი ოდესაში დარჩება და გენპროკურორი მისი თანამოაზრე და თანამებრძოლი - დავით საყვარელიძე გახდება.