პრეზიდენტი მთავრობას ოკუპირებული რეგიონების აღიარების რისკის შესახებ აფრთხილებს

Image

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობას ოკუპირებული რეგიონების აღიარების რისკის შესახებ აფრთხილებს, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი. ადმინისტრაცია მთავრობას ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკის კორექტირებას და 2008 წლის ომის გამოძიებაზე მუდმივი აპელირებისგან თავშეკავებას ურჩევს. "გვსურს, კიდევ ერთხელ მივმართოთ საქართველოს მთავრობას და გავაფრთხილოთ, რომ 2008 წლის ომის გამოძიებაზე მუდმივი აპელირება და საქართველოს მთავრობის დადანაშაულების მცდელობა განუზომლად ზრდის ოკუპირებული რეგიონების სხვადასხვა ქვეყნების მიერ აღიარების რისკს.ახალი ხელისუფლების ამგვარ დამოკიდებულებას შეიძლება მოჰყვეს კატასტროფული შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად ამ გამოძიების ინიციატორებს დაეკისრებათ. საქართველოს ხელისუფლების დიპლომატიური ჩარევის შედეგად ოკუპანტმა სახელმწიფომ ჩვენი ტერიტორიების აღიარების საკითხთან დაკავშირებით მიზანს თითქმის ვერსად მიაღწია. სწორედ ამ დიპლომატიის შედეგია, რომ ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, ისევე როგორც მსოფლიოს სახელმწიფოები, ერთეული რეჟიმების გამოკლებით, აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის ფაქტს. ასევე, ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტში ასახულია ტერმინი "ოკუპაცია", რაც ქმნის იმის გარანტიას, რომ გარდაუვლად დადგება დეოკუპაციის დროც. ნებისმიერი ხელისუფლების ვალდებულებაა, მუდმივად იცავდეს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, რაც თანმიმდევრულ პოლიტიკასა და მსოფლიოს ლიდერებთან აქტიურ ინტერაქციასაც გულისხმობს. სამწუხაროდ, ამჟამინდელი მთავრობის ზემოაღნიშნული პოზიცია 2008 წლის ომის გამოძიებასთან დაკავშირებით, არათანმიმდევრული დიპლომატია და განცხადებები, კოსოვოს მოდელის მისაღებობის შესახებ, დასახელებულ მიზნებს ვერ მოემსახურება", - აღნიშნულია განცხადებაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრს რამდენიმე კვირის წინ სპეციალური წერილით მიმართა, რომელშიც არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებულ დეტალებს განუმარტავდა და მნიშვნელოვან საკითხებზე თანამშრომლობას სთავაზობდა. "სამწუხაროდ, ამ წერილს არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრსა და მთლიანად მთავრობას, კარგად დაფიქრდნენ მათი ქმედებების შესაძლო კატასტროფული შედეგების შესახებ და, საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, მოახდინონ პოლიტიკის კორექტირება ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტი კვლავაც გამოთქვამს მზადყოფნას, მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან არაღიარების პოლიტიკისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის, ისევე როგორც ქვეყნის უსაფრთხოებასა და განვითარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმართულებით", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !