
საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ სტალინი ყველა დროის მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნებაა, რომელსაც უდიდესი მიღწევები ჰქონდა.
"სტალინი, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი უდიდესი პიროვნება ყველა დროის მსოფლიოში, რომელსაც აქვს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მიღწევები. რომელსაც აქვს ასევე ბევრი კითხვის ნიშნების შემცველი ქმედებები.
დავუშვათ, რა ჯობდა - ტროცკის გაემარჯვა მასზე და მისთვის ჩაებარებინა მთელი ეს სამყარო თუ მას გაემარჯვა. მე, როგორც ქართველს, რომელმაც შეძლო ამხელა წარმატებების მიღწევა მსოფლიოში, რა თქმა უნდა, მე ყველა ქართველს მივესალმები", - აღნიშნა მეჭიაურმა.
შეგახსენებთ, მანამდე კიდევ ერთმა დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან", გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ სტალინი უდიდესი პიროვნება, საქართველოს სიმბოლო იყო და მალე მისი სურათი ყველა კაბინეტში დაიკიდება.