
"ძალიან მალე სტალინის სურათი ყველა კაბინეტში დაიკიდება, რადგან ყველა მიხვდება, რომ ის გენიალური პიროვნება იყო, მან დიდი საქმეები გააკეთა", - ეს განცხადება კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა გოგი თოფაძემ "მაესტროს" ეთერში, "ნაციონალური მოძრაობის წევრთან" გიორგი კანდელაკთან დებატებისას გააკეთა.
"მთელი მსოფლიო თვლის, რომ ის უდიდესი ადამიანია. ძალიან დიდი ნაწილი გაიზიარებს ჩემს ნათქვამს. ეს კაცი სიმბოლოა, დიდი საქმეების. ის საქართველოსთვის საამაყო კაცია. მე ვამბობ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების აზრს. მე სამწუხაროდ, კაბინეტში არ მაქვს სტალინის სურათი, მაგრამ მაქვს სახლში მისი სურათები და ასევე ბევრი წიგნი", - დაამატა გოგი თოფაძემ.