ხიდაშელი: "2008 წელს რუს სამშვიდობოებს არ დავსხმივართ თავს, ისინი ამ მანდატიდან გასული იყვნენ"

Image

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ტვ "იმედთან" საუბარში აცხადებს, რომ ერთადერთი სუსტი წერტილი, რომელიც 2008 წლის ომთან გვაქვს, "მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმაა", თუმცა, ის დასძენს, რომ როგორც იურისტს, შეუძლია დაამტკიცოს - ქართული მხარე რუს მშვიდობისმყოფელებს არ დასხმია თავს, რადგან ისინი ამ მანდატიდან გასული იყვნენ.

 

"ერთადერთი სუსტი წერტილი ჩვენ რაც გვაქვს, ეს არის "რუს სამშვიდობოებზე თავდასხმა". მსგავსი არგუმენტაციის საფუძველი არ არსებობს, იმიტომ რომ რუსი ე.წ. სამშვიდობოები 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში, არა 7 აგვისტოს, არამედ მანამდე თავად გავიდნენ იმ მანდატიდან, რა მანდატშიც მსახურობდნენ.

 

საქართველოს ხელისუფლების მთავარი შეცდომა ის იყო თავის დროზე, რომ მათ არ მოუხსნა სტატუსი. რესპუბლიკურმა პარტიამ ორჯერ დააყენა მათთვის სამშვიდოების სტატუსის მოხსნის საკითხი, მაგრამ ნაციონალურმა მოძრაობამ ჩააგდო ეს ინიციატივა.

 

ჩვენ რომ ეს მანამდე გაკეთებული გვქონოდა, ახლა უფრო თამამად ვიქნებოდით, მაგრამ კიდევ ერთხელ როგორც იურისტიც, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რუსები თავად გავიდნენ საკუთარი მანდატიდან და ეს შეგვიძლია დავამტკიცოთ ძალიან კონკრეტული ფაქტების საფუძველზე", - აცხადებს ხიდაშელი ტელეკომპანია "იმედდთან" ინტერვიუში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !