-
2015-10-13 23:13
"როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლებმა რუსეთში, ქალაქ ნიჟეგოროდსკში აღკვეთეს საქართველოდან ქალაქის მაღაზიებსა და ბაზარში გასაყიდად შეტანილი 35 ტონა ყურძნის განთავსება დახლებზე და პროდუქცია უკან გააბრუნეს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ და უწყების ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, შემომტანებმა რუსეთის კანონმდებლობა დაარღვიეს.
ოფიციალურ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ყუთებზე, სადაც ჩალაგებული იყო ყურძენი, არ იყო მარკირება, ხოლო ექსპორტიორისა და მწარმოებელი ქვეყნის აღნიშვნებში ინფორმაცია ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. ასევე, მითითებულია, რომ ფიტოსანიტარული სერტიფიკატი შეიცავდა შეუვსებელ ველებს, რამაც, საბოლოო ჯამში, პროდუქციის შეტანაზე უარის თქმა გამოიწვია.