-
2015-10-13 01:44
რუსული ინტერნეტსივრცე აღშფოთებულია ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ მიასსაში, ერთერთ ღამის კლუბში გადაღებული ვიდეოს გამო, სადაც ორი რუსი გოგონას სტრიპტიზია აღწერილი. მათ სტრიპტიზი 500 რუბლის სანაცვლოდ მოაწყვეს, თუმცა, დი ჯეის ცეკვა იმდენად მოეწონა, რომ ჯილდო 1000 რუბლამდე (დაახლოებით 40 ლარი) ასწია.
ინტერნეტმომხმარებლები მას მერე შეშფოთდნენ, რაც კადრების გავრცელების შემდეგ ერთერთმა კომენტატორმა დაწერა, რომ თავად იცნობს იქ მყოფთაგან ერთერთ გოგონას, რომელიც 17 წლისაა, ცხრა კლასი დაამთავრა და მაშინვე სასწავლებელში ჩააბარა. კადრებიდან ჩანს, რომ კატია და ალინა ცეკვის დროს თითქმის მთლიანად შიშვლდებიან, ხოლო მათთან ერთი მეგობარი გოგონა მიდის და მაისურებს აწვდის, რათა მკერდი დაიფარონ.

