
მონტაჟის დროს დაშვებული შეცდომის გამო რუსულ ტელეარხზე მომზადებულ სიუჟეტში, სადაც ასახული იყო ვლადიმირ პუტინის შეხვედრა პედაგოგებთან, გაჩნდა წარწერა: "გასეირნება ჰიტლერთან".
კურიოზი "მეხუთე არხზე" მოხდა. ტელევიზიის ხელმძღვანელობამ ოფიციალურ გვერდზე სასწრაფოდ შეცვალა სიუჟეტის ტიტრი, თუმცა, ინტერნეტსივრცეში პირდაპირი ეთერის სქრინშოტი გავრცელდა.