-
2015-10-08 19:14
სალვატორე სკილაჩი, ფრანკო ბარეზი, დინო ბაჯო, კლაუდიო ჯენტილე, ანჯელო დე ლივიო და იტალიური ფეხბურთის სხვა ცნობილი ვარსკვლავები 7 ოქტომბერს გროზნოში ჩავიდნენ და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 63 წლის იუბილე მატჩით მიულოცეს.
"ახმატ-არენაზე" 30 ათასი ადამიანი შეიკრიბა, რათა "ლიდერ-63"-ისთვის ეგულშემატკივრა - პუტინის პატვსაცემად, სწორედ ასე ერქვა რუსთა გუნდს, რომელსაც მოედანზე თავად რამზან კადიროვი შემოუძღვა. შეხვედრაში მასპინძლებმა ოთხი გოლი გაიტანეს, საკუთარ კარში კი მხოლოდ ერთი მიიღეს.