-
2015-10-06 00:10
11 ოქტომბერს “წითელ ბაღში” გაიმართება საქველმოქმედო ბაზრობა – ”ვარდისფერი ყულაბა”. აქციის შედეგად შეგროვილი თანხა იმ ბავშვების დახმარებას მოხმარდება, რომელთა მკურნალობა საქართველოშივეა შესაძლებელი, თუმცა ოჯახებს ფინანსები არ გააჩნიათ.
ასეთი ოჯახების შესახებ ცნობებს ორგანიზატორები ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით მოიძიებენ. აქციის საორგანიზაციო ჯგუფი მოუწოდებს მოსახლეობას გამოიტანოს ძველი/ახალი ნივთები, ტანსაცმელი, სამკაული.
გადაიღოს გასაყიდ ნივთთან ერთად ფოტო და გაუგზავნოს ორგანიზატორებს ან განათავსოს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ჰაშთაგით #ვარდისფერიყულაბა. ამ გზით ყველას შეუძლია გახდეს საქველმოქმედო აქციის თანაორგანიზატორი.