
სფფ-ს ახალი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა. მან 33-დან 18 დელეგატის ხმა მიიღო. კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ ის ტრიბუნასთან მივიდა, მაგრამ აღელვებულმა მიკროფონი მალევე გამორთო, რადგან სიტყვის თქმა ვერ მოახერხა. მან შეკრებილებს მოგვიანებით, რამდენიმე წუთის შემდეგ მიმართა.