
აჩი არველაძე, შეკითხვაზე, დაიწყება თუ არა ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა, ჟურნალისტებს იქეთ ეკითხება, მოსალოდნელია თუ არა კიდევ ვინმე დაიჭირონ. ის ამ შეკითხვას პასუხის ნაცვლად მეორე ჟურნალისტსაც უსვამს.
შეგახსენებთ, რეზი არველაძის მხარდამჭერი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი, რომლის ხმა პრეზიდენტის არჩევისას, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს, გუშინ, ნარკოტიკის გამოყენების ბრალდებით დააკავეს, ამ დრომდე კი სასამართლო პროცესი არ დაწყებულა. რეზი არველაძე და მისი მომხრე დელეგატები მის გათავისუფლებამდე რეგისტრაციაზე უარს ამბობენ.