GHN-ის დამფუძნებლის საგანგებო განცხადება: "ტოტალური ლაშქრობა მედიის წინააღმდეგ"

Image

სააგენტო GHN-ის დამფუძნებელი გოჩა მირცხულავა საგანგებო განცხადებას ავრცელებს: "საქართველოს ხელისუფლება, მისი ფაქტობრივი მმართველის, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ქართული მედიის წინააღმდეგ ტოტალურ ლაშქრობას აწყობს. ამ ლაშქრობის ხილული მიზნებია, 2016 წლის არჩვენები და ქართულ საზოგადოებაში რუსული იდეოლოგიის გაძლიერება.

 

სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება პირდაპირი შეტევაა თავისუფალ სიტყვასა და მედიაზე. სამწუხაროა, რომ სასამართლო ასრულებს, თუნდაც ყველაზე გავლენიანი - ფულით გავლენიანი ადამიანის ნება-სურვილს.

 

თანადგომას ვუცხადებ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“. თანადგომას ვუცხადებ, უპირველესად, იმის გამო, რომ ამჟამად მიმდინარე სასამართლო დავა, არის მედიაზე შეტევა, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს დაიგეგმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიერ. მე ეს ინფორმაცია მიღებისთანავე  ვაუწყე საზოგადოებას. მაშინ ვთქვი ისიც, რომ დაიწყებოდა მედიაზე ტოტალური შეტევა და მასში მოჰყვებოდა ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, ტელეკომპანია „მაესტრო“, ინტერნეტმედია და პრესა.

 

„რუსთავი 2“ არ არის რომელიმე ერთი დამფუძნებლის საკუთრება, იმის მიუხედავად, თუ რა წილის მფლობელია ის. „რუსთავი 2“, მოსწონს მისი სარედაციო პოლიტიკა ვინმეს თუ არა,  ეროვნული მაუწყებელია და მისი სტანდარტები სრულად აკმაყოფილებს ტელემაუწყებლის აღიარებულ პრინციპებს.

 

და აქვე, არ შემიძლია კითხვა არ დავუსვა ქიბარ ხალვაშს, კითხვა სამართლიანობისთვის - 2004 წელს ვისთვის წართმეულ თამბაქოს ყიდდით? რა ხელი ჰქონდა ამ თამბაქოსთან  ბატონ ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც თქვენი ე.წ. „კრიშა“ იყო? და ასე შემდეგ... უამრავი კითხვის დასმა შეიძლება... არც ერთი არ გახლავთ ბატონო ქიბარ, რიტორიკული კითხვა. თქვენ კეთილსინდისიერი წილის მფლობელი კი არა, უბრალოდ, მედროვე ხართ. სხვადასხვა პოლიტიკურ ვითარებებში, სხვადასხვა გავლენიან პატრონებს შოულობთ და სულ ეს არის თქვენი ბიზნესის „წარმატების „საიდუმლო“.

 

გოჩა მირცხულავა

 

თბილისი

 

1.10.2015

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !