
გორის ტურისტული ცენტრის დირექტორი შიო კოშაძე სკანდალში გაეხვა: "ფეისბუქზე" ჟურნალისტ ია თინიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის რესტორან "ნაჭარმაგევში", თანამშრომლებთან კორპორატიული ვახშმის დროს მაგიდის ქვეშ სელფის ჯოხით ქალებს ფოტოებს უღებდა, რის გამოც სცემეს.
ინციდენტს არა ადასტურებს თავად შიო კოშაძე, თუმცა, რესტორნის თანამშრომლებზე დაყრდნობით გავრცელებული ვერსიის სისწორეზე კიდევ ერთი პირი, ტურისტული ცენტრის ყოფილი უფროსი საუბრობს. ტვ "თრიალეთმა" ამ თემაზე სიუჟეტი მოამზადა.