
საქალაქო სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილი პატიმრობის შესახებ, რომელიც მას დაუსწრებლად შეეფარდა. ე.წ. რიყისა და "თბილსერვისი" საქმეზე დავით კეზერაშვილი გამართლებულია.
გადაწყვეტილება ლაშა ჩხიკვაძემ იმავე სასამართლო სხდომაზე გამოაცხადა, სადაც გიგი უგულავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიადანაც, "ამნისტიის შესახებ" კანონში ცვლილებების გათვალისწინებით, საბოლოო სასჯელის ვადად 4 წელი და 6 თვე განისაზღვრა.