
დღეს, დაახლოებით 21 საათზე, ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის გვერდით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
როგორც "ბათუმელებს" თვითხმილველები უყვებიან, შემთხვევის ადგილიდან ბრალდებული მიიმალა, დაჭრილი მაკაკაცი კი საავადმყოფოში მოქალაქეებმა გადაიყვანეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებიდან შემთხვევის ადგილზე სამ წუთში მივიდა, თუმცა პაციენტი უკვე საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.
წყარო: "ბათუმელები", გამოცემის ფოტო