
სასამართლოპროცესზე, რომელსაც გიგი უგულავა რამდენიმე თვიანი პროტესტის შემდეგ პირველად ესწრება, მას საბოლოო სიტყვის თქმის უფლება მიეცა. უგულავა უკვე საათზე მეტია მოსამართლეს მიმართავს.
„9 თვიანი პატიმრობის გასვლის შემდეგ ავტომატურად ტოვებს თუ არა წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირი საპატიმრო დაწესებულებას? სჭირდება, თუ - არა, მას რაიმე დამატებითი დოკუმენტი იმისთვის, რომ მან დატოვოს საპატიმრო დაწესებულება.
თქვენ ძალიან კარგად იცით ბატონო მოსამართლე, რომ არანაირი მსგავსი დოკუმენტი არ არსებობს და ბუნებაში ვერ იარსებებს და სასამართლოს არ გაუცია მსგავსი რამ, რადგან ეს კანონის ვალდებულებაა - გავიდა 9 თვე და შესაბამისად, ავტომატურად ტოვებს ადამიანი საპატიმრო დაწესებულებას ყოველგვარი ზედმეტი სასამართლო განჩინებების გარეშე, ასე ხომ არის?
მაშინ გეკითხებით, ჩემს შემთხვევაში, 15 თვე ხომ მოიცავს ამ 9 თვეს, რა თქმა უნდა მოიცავს,“ - განაცხადა სასამართლო პროცესზე გიგი უგულავამ.