
ერთი კვირის წინ, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით მომცეს უფლება, რომ ტელევიზორი მეყიდა, რაც ნიშნავს, რომ პატიმრობაში დამტოვებენ, - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე გიგი უგულავამ განაცხადა.
დედაქალაქის ყოფილი მერის თქმით, შესაძლებელია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ვერ ისარგებლოს, თუმცა მისი სარჩელის საფუძველზე სამომავლოდ 9 თვეზე მეტი ბრალდებულს პატიმრობა აღარ მოუწევს.
,,ვიცოდი, რომ დამაპატიმრებდა ივანიშვილი, ვიცოდი, რომ ეს გზა უნდა გამევლო. ისიც ვიცოდი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. შეუძლებელია სასამართლოს ეთქვა, რომ ეს ნორმა კონსტიტუციურია - ეს რუსეთში და ბელარუსშიც არ ხდება. ხდება მხოლოდ ჩრდილოეთ კორეაში", - განაცხადა უგულავამ.