
ეგვიპტის პოლიციის სპეცრაზმმა შეცდომით გაუხსნა ცეცხლი მექსიკელ ტურისტებს, რადგან ისინი ტერორისტებად მიიჩნია. ტრაგიკულ შემთხვევას 12 ტურისტი ემსხვერპლა, ათი კი დაიჭრა.
როგორც Reuters იტყობინება, დაღუპულთა შორის ადგილობრივი გიდებიც არიან. ეგვიპტის შსს-მ დაადასტურა, რომ ტურისტები შეცდომით გახსნილი ცეცხლის და ცრუ ინფორმაციის მსხვერპლი გახდნენ. დაჭრილები კლინიკებში გადაიყვანეს, მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.