
ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ ეთანხმება გავრცელებულ აზრს, რომ ხელისუფლებაში მოსულმა "ქართულმა ოცნებამ" დაპირებების რომელიმე ნაწილი არ შეასრულა. ამის შესახებ მან "გურიანიუსს" განუცხადა.
ამასთან, ყოფილმა პრემიერმინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, შეხვდეს მედიის წარმომადგენლებს და "სპეციალისტებს, რომლებიც თავიანთ თავს ექსპერტებს უწოდებენ" და დაპირებების შესრულების დეტალები განიხილონ.