
ჩერნიგოვში ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის პარლამენტის დეპუტატს, ბორის ფილატოვს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ადგილობრივი არჩევნების წინ, სააკაშვილი ჩერნიგოვში სერგეი ბერეზენკოს აგიტაციას ეწეოდა, როცა მათთან ბერეზენკოსთან დაპირისპირებული ბორის ფილატოვი მივიდა. ფილატოვი თავდაპირველად სერგეი ბერეზენკოს დაუპირისპირდა და ამომრჩევლების მოსყიდვაში დაადანაშაულა, შემდეგ კი სააკაშვილს მიმართა.