-
2015-07-20 04:27
ავსტრალიელი სერფერი-ჩემპიონი მიკ ფენინგი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს ორი ზვიგენის თავდასხმის შემდეგ სამხრეთ აფრიკაში, სადაც ჩემპიონატი მიმდინარეობდა. კადრები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
კადრში ჩანს, რომ სერფერს, რომელიც შეჯიბრების დაწყების ნიშანს ელოდებოდა, ორი ზვიგენი დაესხა თავს: "ვიგრძენი, რომ ფეხებით რაღაცას წამოვედე, მერე მოვიხედე და მივხვდი, რაც ხდებოდა. ზვიგენს ზურგში ჩავარტყი, მერე კი ჩავყვინთე და გამოვცურე", - იხსენებდა მოგვიანებით გადარჩენილი სერფერი.
მას შემდეგ, რაც ფენინგმა ნაპირზე გამოსვლა შესძლო, იქ შეკრებილები სერფერს ხანგრძლივი აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
მიკ ფენინგი World Surf League-ში მონაწილეობდა. მას ამ შეჯიბრებაში ძალიან კარგი მიღწევები აქვს და საუკეთესოა. "როიტერი" წერს, რომ ეს წყლები მსოფლიოში ყველაზე საშიშად ითვლება სწორედ იმიტომ, რომ მათში უამრავი კაციჭამია ზვიგენია და 2003 წელს ერთი სერფერი ჯეფრის ბეისთან ახლოს დიდი თეთრი ზვიგენის თავდასხმას ემსხვერპლა კიდეც.