ოდესისა და დნეპროპეტროვსკის გუბერნატორების შელაპარაკებაში უკრაინის პრეზიდენტი ჩაერია (ვიდეო)

Image

უკრაინის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები და ძალოვნები მონაწილეობდნენ, დნეპროპეტროვსკის გუბერნატორმა ვალენტინ რეზნიჩენკომ აღნიშნა, რომ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი კი არა, სხვა გუბერნატორებიც მუშაობენ.

 

მან მაგალითად მოიყვანა ხარკოვის გუბერნატორის მაგალითი, რომელმაც გადახდის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა დაანაონსა, მაგრამ აპლოდისმენტები ვერ მიიღო, მაშინ როცა „სააკაშვილმა თქვა, რაღაც ლამაზ იუსტიციის სახლს ავაშენებთო, ამას აპლოდისმენტები მოჰყვა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. მაგრამ მე მინდა იცოდეთ რომ სხვა დანარჩენებიც მუშაობენ, უბრალოდ, ჩვენ გვაქვს სირთულეები კანონთან მიმართებაში. სამწუხაროდ, ჩვენ, გუბერნატორებს ხშირად არ გვაქვს მსგავსი ქმედებებისთვის უფლებამოსილება. სხვა შემთხვევაში ჩვენთან პროკურორი მოვა...“.

 

სააკაშვილმა ამის პასუხად განაცხადა, რომ მართალია, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უკრაინაში იუსტიციის სახლების მშენებლობას, მაგრამ ახალი კანონის მოლოდინში კიდევ წელიწადნახევარი გავა: „რა უკეთესია: რომ უკრაინა სწრაფად განვითარდეს, თუ რომ თქვენთან პროკურორი არ მოვიდეს?“.

 

რეზნიჩენკომ აღნიშნა, რომ მისთვის მთავარია, ქვეყანა „კანონის შესაბამისად“ ცხოვრობდეს და სააკაშვილს სთხოვა, არ შეეწყვეტინებინა.

 

ამის შემდეგ შელაპარაკებაში პრეზიდენტი პოროშენკო ჩაერთო, რომელმაც განაცხადა, რომ დღესდღეობით, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მიმდინარეობს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის პარალელური პროცესი. მისი თქმით, პრეზიდენტს აქვს საკანონმდებლო ინციატივების უფლება, გუბრენატორები კი პრეზიდენტის ხელისუფლების ვერტიკალია, ამიტომ ის ელოდება მათგან კანონთა ცვლილების პროექტებს, რაც თვითონ გუბერნატორებს გაუხსნის ხელ-ფეხს.

 

„შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობა არაა საფუძველი, რეფორმების არარსებობა გავამართლოთ“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ და დაამატა: „თუ ჩვენ დავსხდებით და დაველოდებით, რომ ვინმე კანონმდებლობას შეცვლის, რათა რეფორმები დავიწყოთ, წაგებული დავრჩებით“. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !