Le Point: სააკაშვილი - ოდესის ელიოტ ნესი

Image

"სააკაშვილი - ოდესის ელიოტ ნესი" - ამ სათაურით აქვეყნებს პოპულარული ფრანგული გამოცემა ვრცელ წერილს მიხეილ სააკაშვილზე, სადაც ჟურნალისტი გუბერნატორის გეგმებზე, მოქმედების სტილზე, ასევე ოდესელებისა და არამარტო მათ დამოკიდებულებაზე წერს.

 

(ელიოტ ნესი - აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს აგენტი, რომლის სახელსაც უკავშირდება ალ კაპონეს დაპატიმრება გადასახადის გადაუხდელობის გამო. განგსტერს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთის მიუსაჯა, - რედ.

 

ჟურნალისტი სააკაშვილს "კრემლის მტერს" უწოდებს და წერს, რომ ოდესაში მისი მიზანი კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის ამოძირკვაა. 

 

ჟურნალისტი პროკურორებთან სააკაშვილის ცნობილ შეხვედრას აღწერს და შემდეგ აღნიშნავს, რომ სააკაშვილი, რომელიც თითქოს ხელახლა დაიბადა, თავისი ქმედებით მიღწეული ეფექტით ტკბება. სტატიაში აღნიშნულია, რომ ის ახლა ისევ ხელისუფლებაშია რუსულ-უკრაინული დაპირისპირების ეპიცენტრში, რომლის მითვისება და "ნოვოროსიად" გადაქცევა პრორუს სეპარატისტებს სურთ.

 

ჟურნალისტი უკრაინაში სააკაშვილის პოლიტიკური ქმედებების დასაწყისს იხსენებს და წერს, რომ კიევში ის ვერ ძლებდა, რადგან ქვეყანას ცვლილებების სურვილს ვერ ატყობდა. სწორედ ამიტომ, როცა პოროშენკომ, მისმა მეგობრამა და თანაკურსელმა, ერთ დღესაც ხუმრობით ჰკითხა: "ოდესაში ხომ არ წახვიდოდი? იქ არავინ მყავს...", სააკაშვილმა მას მეორე დღეს გადაურეკა და უთხრა, ამ წინადადებამ დააინტერესა.

 

"ის არაა დაბადებული იმისთვის, რომ თავისი სამუშაო დღე დილის 10 საათზე დაიწყოს და საღამოს 19 საათზე დაამთავროს", - ოხრავს მისი ქართველი თანაშემწე, რომელსაც ჯერ ოდესის ზღვის სანაპიროზე ყოფნაც კი არ დაუგემოვნებია", - წერს სტატიის ავტორი და ისევ თანაშემწის ციტატა მოჰყავს: "მას მოქმედების მოთხოვნილება აქვს. ეს აათკეცებს მის ენერგიას". 

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილს ათი პირადი მცველი ჰყავს. "ისინი უკმაყოფილო არიან, რომ ყურსასმენების ნაცვლად რაციების გამოყენება უწევთ, ხოლო ციმციმების ხმარება აკრძალული აქვთ, რადგან ყურადღება არ უნდა მიიქციონ", - წერს სტატიის ავტორი და სააკაშვილის ციტატა მოჰყავს: "თავდაპირველად სნაიპერები სახურავებზე თავსდებოდნენ, მაგრამ ამაზე უარი ვთქვი". 

 

სტატიაში ოდესის მილიციის ყოფილი უფროსისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის პოზიციებიცაა ჩართული. მაგალითად, ოდესის მილიციის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ არსებობს "მეშვიდე კილომეტრის" გიგანტური ბაზრობა, სადაც 15.000 გამყიდველია. "საშუალო რანგის მილიციელს, თუკი ამ ბაზრობაზე ხუთ წელიწადს იმუშავებდა, შეეძლო აესენებინა 600.000 დოლარიანი სახლი ზღვის ნაპირას", - ამბობს ის. 

 

ოდესის ყოფილი გუბერნატორი ნიკოლოზ სკორიკი, "წინა ხელისუფლების ბარონი", როგორც სტატიის ავტორი უწოდებს, სააკაშვილის მოქმედებებს ოდესაში ირონიით უყურებს, რადგან მიაჩნია, რომ ოდესის საბაჟოზე ცვლილებები კიევზეა დამოკიდებული. "სააკაშვილი თავს საფრთხეში იგდებს, მაგრამ მე მას წარმატებებსა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ", - ამბობს ყოფილი გუბერნატორი. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !