-
2015-06-26 13:08
მოსკოვში ეკონომისტი და დიპლომატი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პრიმაკოვი 86 წლისა გარდაიცვალა. 3 ივნისიდან ევგენი პრიმაკოვი ჰოსპიტალიზებული იყო ონკოცენტრში - მას თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა და იქ ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა.
ევგენი პრიმაკოვი 1996-98 წ.წ. რუსეთის საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა, 1998-99 წლებში კი რუსეთის მთავრობის მეთაური იყო. ბოლოს პრიმაკოვი რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ხელმძღვანელობდა.
ის 1929 წლის 29 ოქტომბერს კიევში დაიბადა, ხოლო ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლები თბილისში გაატარა. მათი ოჯახი პლეხანოვის (ახლანდელი აღმაშენებლის) გამზირზე ცხოვრობდა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30