-
2014-02-08 23:06
საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ვანო მერაბიშვილის საკნიდან უკანონოდ გაყვანასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
„რა აკვიატებები აქვთ, რა მინდა, ფული ვიშოვო და საკუთარი სამშობლო სხვას მივცე? ამაზე ეჭვი რომ კაცს უჩნდება, ის ჯანმრთელია, თუ ძმა ხარ? რა უნდა მინდოდეს? მინდა, რომ კარგად და სიყვარულით ვიცხოვრო ჩემს სამშობლოში.
მთავარ თემას, რასაც აწვებიან გარეთ თუ შიგნით, თურმე მთავარმა პროკურორმა ბრალდებული მერაბიშვილი მოიტაცა, ამაზე დიდი აბსურდი წარმოგიდგენიათ?
სტრასბურგის სასამართლოს ჩანაწერში წერია, რომ მერაბიშვილი და სააკაშვილი გირგვლიანის საქმეს ხელს აფარებდნენ და მალავდნენ, მერაბიშვილს კი ახლა სურს, მთელი მსოფლიო ფეხზე დააყენოს, რომ მთავარმა პროკურორმა კამერიდან მოიტაცა.
რა უქნა, გააუპატიურა, ნამუსი ახადა, თუ რა ქნა? ამაზე დიდი აბსურდი გაგიგიათ? ამ ანეკდოტზე დავიდნენ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.