
სასტუმრო "თბილის მარიოტში" საქართველო-უკრაინის ბიზნეს-ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმ უკრაინის ეკონომიკური და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების გარდა, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის პირველი პირები ესწრებიან. 50 მდე უკრაინული კომპანია ესწრება ბიზნეს ფორუმს. ისინი წარმოადგენენ საბანკო, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და სხვა სფეროებს.
ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.
,,აუცილებლად გვექნება სუფთა კონკურენტუნარიანი და დამოუკიდებელი გარემო . ვერც ერთი ჩინოვნიკი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაბედავს ჩაერიოს კერძო საკუთრებაში. ჩინოვნიკების დანიშნულება იქნება მხოლოდ ხელი შეუწყოს ბიზნესმენებს და ნებისმიერ ბიზნესს მაქსიმალურად. პორობები იქნება არანაკლები იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც თქვენ კარგად იცით, ვიდრე არის ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოში ბიზნესგარემო იქნება ისეთივე თავისუფალი, როგორიც არის ყველა განვითარებულ ქვეყანაში.
"ჩემი ინიციატივით იქნება სამი ფონდი, რომელიც ჩადგება ბიზნესის სამსახურში და საინტერესოს გახდის ჩვენ ბაზარს. ყველაზე საინტერესო იქნება თანაინვესტირების ფონდი, რომელსაც ბაჩიაშვილი კურირებს" , - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში კომპლექსური გადასახადი არის 16% და ამ მხრივ ქვეყანა არის მეოთხე ადგილზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
პრემიერი ბიზნესმენებს ყველა პრობლემის მოგვარებას თავად დაჰპირდა და განაცხადა, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოება აუცილებლად გაიოლდება.
"ევროპის განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოს ბაზარი არის ცარიელი და შესავსები, ბიზნესის წარმოება იქნება გაცილები იოლი, ვიდრე არის ევროპასა და ამერიკაში", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა