“Новое время”: მოსაწყენად არ გვეცლება ანუ სააკაშვილის მთავარი გაკვეთილი

Image

უკრაინული გამოცემა “Новое время” აქვეყნებს სვეტს, სადაც განიხილავს, რას შეიძლება ელოდნენ ოდესელები ახალი გუბერნატორისგან და რისთვის უნდა იყვნენ მზად ადგილობრივები, მათ შორის კანონდამრღვევები. 

 

სვეტის ავტორი, "ისტორიჩნა პრავდის" რედაქტორი ვახტანგ ყიფიანი მიმოიხილავს იმ სისტემურ ცვლილებებს, რაც სააკაშვილმა საქართველოში გაატარა, ხსნის, რომ ეს რეფორმები მტკივნეულად შეეხო საზოგადოების გარკვეულ ფენას, რომ „სააკაშვილმა და მისმა თანამებრძოლმა ივანე მერაბიშვილმა ჩაატარეს საგზაო პოლიციის რეფორმა, რითაც ოპოზიციის რიგებში გაამწესეს 50 ათას ადამიანზე მეტი, თავიანთი ოჯახის წევრებითა და ახლობლებით“.

 

სვეტის ავტორის აზრით, სწორედ ამას მოჰყვა უკმაყოფილების ტალღა, რამაც საკაშვილი და მისი პარტია აიძულა, ორი წრის შემდეგ ხელისუფლებიდან წასულიყო, ხოლო ის მთავარი რამ, რითაც სააკაშვილი უკრაინაში მოვიდა, გამოცდილებაა.

 

„... არის ამომრჩეველთა კიდევ ერთი კატეგორია, რომლებისთვისაც მიუღებელია სააკაშვილის მემკვიდრეობა - „სოვკები“, რომლებიც სტომაქის სისავსის მიხედვით და რუსული პროპაგანდის გავლენით აძლევენ ხმას. დიახ, საქართველოში ისინიც არ არიან ცოტანი. ისინი თავს არაკომფორტულად გრძნობდნენ სწრაფად ცვალებად ქვეყანაში. მათ „სახელმწიფოს ზრუნვა“ და „სოციალური დაცვა“ სჭირდებოდათ.

 

და მაშინ კრემლმა მათ შესთავაზა წინადადება, რაზეც ეს ხალხი უარს ვერ იტყოდა. მან მისცა საგზური რუსეთის ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“. მან ამომრჩევლები ფულითა და ფულის დაპირებით აავსო, ლეონიდ ჩერნოვეცკის სტილში.

 

დემოკრატიულ ქვეყანაში მუდმივი პოლიტიკოსები და პარტია არ არსებობს. სააკაშვილი ორი ვადით იყო ხელისუფლებაში და წავიდა. პარტიამ მარცხი განიცადა. მისი ლიდერი, ახალი სამართალდამცველი სისტემის შემქმნელი მერაბიშვილი ციხეშია, სასაცილო და თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით.

 

პუტინის ავისმომასწავებელი გეგმა მარტივი იყო - შეეჩერებინა საქართველოს სვლა დასავლეთისკენ და გაესამართლებინა სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები მათივე თანამემაულეების ხელით. პრეზიდენტმა წასვლა მოასწრო, რათა შემდეგ უკრაინაში აღმოჩენილიყო და ახალი, წარმატებული ქვეყნის აშენებაში დახმარება შეეთავაზებინა.

 

სააკაშვილის მთავარი გაკვეთილი, რითაც ის ოდესაში გამოჩნდა - გამოცდილებაა. რეფორმატორებმა საქმე უნდა აკეთონ და არ უნდა იფიქრონ არჩევნებზე, კარიერაზე. ისინი წავლენ, მათ, შესაძლოა, ზურგსუკან ტალახიც ესროლონ. მაგრამ გავა დრო და მათი სახელები სახელმძღვანელოებში ჩაიწერება.

 

ოდესას დიდი საქმეები და დიდი რყევები ელის წინ. მოულოდნელი საკადრო ცვლილებები, არსაიდან აღმოჩენებული ადამიანები. თამაშის პირობები, როცა ზღვისპირა რეგიონის ადრინდელი მფლობელები არცთუ კარგად იგრძნობენ თავს - გადაწყვეტილებათა მიღების ცენტრი ქალაქგარეთ მდებარე რესტორნების წყნარი VIP-დარბაზებიდან სააკაშვილის კაბინეტში გადაინაცვლებს.

 

პორტები და კონტრაბანდის ნაკადი, საზღვარი დნესტრისპირეთთან, დეცენტრალიზაცია და ინვესტორების მოზიდვა - ეს ძალების გადასროლის, ასე თუ ისე ხილული წერტილებია. ჩვენ ბევრი სკანდალი და კონფლიქტი გველოდება. ეს გარდაუვალია. და ცხადია, ვერც მოსაწყენად მოვიცლით“. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !